ირაკლი ზარქუა: განვიხილეთ, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ პენსიონერებს უკეთესი მომსახურება ჰქონდეთ

„განვიხილეთ, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ პენსიონერებს უკეთესი მომსახურება ჰქონდეთ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „ლიბერთი ბანკის“ დირექტორთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა პენსიონერებისათვის უფრო ხელსაყრელი და მოქნილი საბანკო პირობების შექმნა იყო.

„განვიხილეთ, თუ რა შესაძლებლობები გვაქვს, რომ ჩვენი პენსიონერებისთვის საბანკო პირობები კიდევ უფრო მოქნილი იყოს. ბუნებრივია, საუბარია პროცენტსა და იმაზე, რომ მათ უკეთესი მომსახურება ჰქონდეთ. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ როცა ჩვენს პენსიონერებს გარკვეული ვალდებულებები აქვთ, შემდეგ, როდესაც რაღაც შემთხვევები ხდება, მაქსიმალურად შეუმსუბუქდეთ ეს ვალდებულებები“, – აღნიშნავს ირაკლი ზარქუა.

პარლამენტის თავმჯდომარე, კახა კუჭავა „ლიბერთი ბანკის“ დირექტორს შეხვდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები