ჯინ შაჰინი, რობ პორტმანი და კელი დეგნანი მაღაზიათა ქსელ “8000 მოსავალში” ქართული ღვინის დეგუსტაციას დაესწრნენ
საქართველოში სტუმრად მყოფი სენატორები ჯინ შაჰინი , რობ პორტმანი და აშშ ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მაღაზიათა ქსელ “8000 მოსავალში” ქართული ღვინის დეგუსტაციას დაესწრნენ.
მინდა წარმოგიდგინოთ ერთ ერთი საუკეთესო სომელიე ზაზა გრიგალაშვილი, – ასე წარუდგინა ელჩმა სტუმრებს ქართველი სომელიე.
სტუმრები განსაკუთრებით ქართული ქვევრის ღვინით დაინტერესდნენ.
“მინდა გითხრათ რომ ერთ-ერთ საუკეთესო დეგუსტაციაზე ვიმყოფებით”, -განაცხადეს სენატორებმა.
“ეს შეფასება ჩემთვის საუკეთესო საჩუქარია რაც სომელიეთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად მიმიღია”, -განაცხადა სომელიე ზაზა გრიგალაშვილმა.
წასვლისას სტუმრებმა ქართველი სომელიე ნიუ ჰემფშირის შტატის სამახსოვრო მედალიონით დააჯილდოვეს.