“კოალიცია თანასწორობისთვის” – მივიჩნევთ, რომ ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს
“კოალიცია თანასწორობისთვის” შემავალი ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ ნინოწმინდის პანსიონატთან დაკავშირებით მიმდინარე მოვლენები საგანგაშოა და სახელმწიფოსგან დაუყოვნებელ, მკაცრ რეაგირებას საჭიროებს, – ამის შესახებ განცხადებაშიანათქვამი, რომელსაც TDI-ი ავრცელებს.
განცხადების თანახმად, ამ დრომდე სახელმწიფოს არცერთ უწყებას მკაფიო პოზიცია არ გამოუხატავს პანსიონატში არასრულწლოვნების მიმართ ჩადენილი სავარაუდო ძალადობისა და ბავშვთა უფლებების დარღვევის განგრძობად შემთხვევებზე.
„ ამასთან სახელმწიფოს არ შეუქმნია დემოკრატიული სამუშაო პროცესი, რომელიც სახალხო დამცველის მიერ პანსიონატში ბავშვთა უფლებების მდგომარეობის მონიტორინგს უზრუნველყოფდა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების სრულად ნახვა შესაძლებელია ბმულზე: