პროკურატურასთან აქციაზე დაპირისპირებისას დაკავებული გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა გაათავისუფლეს
გენერალურ პროკურატურასთან აქციაზე დაპირისპირების დროს, ადმინისტრაციული წესით დაკავებული აქტივისტები გიგა მაქარაშვილი და ნიკა ფარულავა ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს.
მოძრაობა “სირცხვილიას” განცხადებით, გიგა მაქარაშვილი შსს-დან საავადმყოფოში გადაიყვანეს.
აქტივისტების თქმით, მაქარაშვილს დაკავებისას პოლიციამ ხელი მოსტეხა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირებისას ადმინისტრაციული წესით 6 პირი დააკავეს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან უფლებადამცველები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები ნინოწმინდის პანსიონატში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ.