აშშ საქართველოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინას გამოუყოფს – ჯინ შაჰინი

ამერიკა საქართველოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის დოზებს გამოუყოფს, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„გიზიარებთ კარგ ახალ ამბავს. თეთრმა სახლმა სულ ახლახან დაადასტურა და განაცხადა, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, საქართველოს გამოუყოს კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინები“, – განაცხადა ჯინ შაჰინმა.

ცნობისთვის, საქართველოს სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით კონგრესის დელეგაცია ეწვია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები