ირაკლი კობახიძე – გახარიას პარტიის დაფინანსებაზე: იქედან გამომდინარე, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ გახარიას და ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი პოლიტიკური აქტიურობა, შეიძლება, რაღაც ეჭვებზე ვისაუბროთ
“გამომდინარე იქედან, თუ რომელი ტელევიზიები აპიარებენ მაგალითად გახარიას, ვის წისქვილზე ასხამს წყალს მისი, ასე ვთქვათ, პოლიტიკური აქტიურობა, შეიძლება, რაღაც ეჭვებზე ვისაუბროთ, მაგრამ, ჩემი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, ამას ვერ დავადასტურებ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დავით კეზერაშვილის მიერ გიორგი გახარიას პარტიის დაფინანსების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„წამოცდენები ჰქონდათ ოპოზიციონერებს. მაგალითად, უგულავას, ცისკარიშვილს და ა.შ. მათ პირდაპირ თქვეს, რომ ამყარებენ იმედებს გახარიაზე, რომ ის დაეხმარებათ მათ რაღაცნაირად იმაში, რომ დაგვაახლოონ 43%-იან ბარიერს, მაგრამ ეს გამორიცხულია. ვერც გახარია, ვერც „ნაცმოძრაობა“ და ვერც უგულავა ჩვენ 43%-იან ბარიერს ვერ დაგვაახლოვებს, გამომდინარე საზოგადოების მხარდაჭერიდან. ამას იხილავს ყველა ოქტომბერში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
Ongo.ge-ს მიერ გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, კეზერაშვილს გახარიას პარტიის ყრილობა 150 000 დაუჯდა.