არჩილ თალაკვაძე: „ნაცმოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ვერ ეუბნება, რომ პარლამენტის წინ ამ ცარიელმა კარვებმა თავისი შინაარსი ამოწურა

„ნაცმოძრაობა“ რომ ჩიხშია, დაბნეულია, პოზიცია არ აქვს და თავის მხარდამჭერებს რომ ატყუებდა შვიდი თვის განმავლობაში, ამის მთავარი მაგალითია პარლამენტის წინ გაშლილი კარვები და აკრილზე დაბეჭდილი მიხეილ სააკაშვილის მემორიალი”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ვერ ეუბნება, რომ პარლამენტის წინ ამ ცარიელმა კარვებმა თავისი შინაარსი ამოწურა.

„მგონი, „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ ჩიხშია შესული, ერთი მხრივ, ისინი შევიდნენ პარლამენტში, მეორე მხრივ, არ აწერენ ხელს მთავარ დოკუმენტს, რომელსაც ეფუძნება ოპოზიციის შემოსვლა პარლამენტში. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ჩიხშია, დაბნეულია, პოზიცია არ აქვს და თავის მხარდამჭერებს რომ ატყუებდა შვიდი თვის განმავლობაში, ამის ერთი მთავარი მაგალითი არის დღეს პარლამენტის წინ, სადაც დგას კარვები და აკრილზე დაბეჭდილი მიხეილ სააკაშვილის მემორიალი, რომ ის დაბრუნდება ან ვერ დაბრუნდება. ასეთი პოლიტიკური გაუგებრობა გახლავთ. „ნაციონალური მოძრაობა“ თავის მხარდამჭერებს ვერ ეუბნება, რომ პარლამენტის წინ ამ ცარიელმა კარვებმა თავისი შინაარსი ამოწურა. იმიტომ ვერ ეუბნება, რომ წლების განმავლობაში ამ ხალხს ატყუებდა, გარკვეული მიზნის გარშემო მობილიზაციას აკეთებდა, დღეს რომ გაკოტრდა ეს მათი გეგმა და მათი მიზანი, ამის თქმის ეშინია თავისი მხარდამჭერებისთვის და, ზუსტად ამიტომ, ცარიელი კარვები და რამდენიმე ადამიანი რჩება პარლამენტის წინ“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები