ილია მეორე უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე უკრაინის პრემიერმინისტრს, დენის შმიგალს შეხვდა.
“დღეს, 2021 წლის 3 ივნისს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს თანმხლებ დელეგაციასთან ერთად უკრაინის პრემიერმინისტრი, ბატონი დენის შმიგალი ესტუმრა.
შეხვედრაზე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებული ძმური ურთიერთობებისა და მათი გაღრმავების პერსპექტივის შესახებ.
შეხვედრამ გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. კათოლიკოს-პატრიარქმა დალოცა სტუმრები და მშვიდობიანი და წარმატებული მოღვაწეობა უსურვა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.