არჩილ თალაკვაძე: საქართველოსა და უკრაინას აქვთ ძლიერი მეგობრობა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები
“საქართველოსა და უკრაინას აქვთ ძლიერი მეგობრობა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ უკრაინის პრემიერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, მხარეებმა ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერების საკითხი განიხილეს.
„ჩვენი ქვეყანა დღეს უკრაინის პრემიერმინისტრსა და უკრაინიდან ოფიციალურ დელეგაციას მასპინძლობს. საქართველოსა და უკრაინას აქვთ ძლიერი მეგობრობა, ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები. ორივე ქვეყანას აქვს გამოწვევები ტერიტორიების ოკუპაციასა და ანექსიასთან დაკავშირებით. რასაკვირველია, ჩვენ მომავალშიც უნდა გვქონდეს კარგი კოორდინაცია, ძლიერი თანამშრომლობა, რათა ამ გამოწვევებს ერთიანად ვუპასუხოთ. მნიშვნელოვანია, რომ განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის, ეკონომიკური საკითხები, განვიხილეთ უსაფრთხოების საკითხები და აუცილებლად განვაგრძობთ შემდგომში საპარლამენტო დონეზე ამ მეგობრობის გაძლიერებას.
უკრაინის პრემიერმინისტრის, დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.