საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) მონიტორინგის კომიტეტის წევრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, ირაკლი შოთაძემ დელეგაციის წევრებს საქართველოს პროკურატურაში განხორციელებული რეფორმები და მიმდინარე პროექტები გააცნო. ასევე, საუბარი შეეხო საქართველოს პროკურატურის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს.

„გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას გენერალური პროკურორის მოადგილეები, საერთაშორისო ურთიერთობებისა და სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, PACE-ს მონიტორინგის კომიტეტის წევრები ტიტუს კორლატეანი – რუმინეთის „სოციალისტების ჯგუფი“, კლოდ კერნი – საფრანგეთის „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისათვის“, ბას კლეინი – ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილე და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის მდივანი ალექსანდრე რამიშვილი ესწრებოდნენ. ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების მიზანს, საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის განმტკიცება წარმოადგენს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები