„ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთობლივ მიზნებს ემყარება”, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვისაა საჭირო.
„ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა, ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, ერთობლივ მიზნებს ემყარება. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირსა და ნატო-ში ჩვენი შესვლა მხოლოდ დროის საკითხია. საქართველოსა და უკრაინის მთავრობები ყველაფერს აკეთებენ იმ კრიტერიუმების დასაკმაყოფილებლად, რომლებიც ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებისთვისაა საჭირო“, – აღნიშნა უკრაინის პრემიერმა.