დენის შმიგალი: უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით
“უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან, რაც არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული ფაქტებით, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით”, – ამის შესახებ საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა, უკრაინის პრემიერმინისტრმა, დენის შმიგალმა ქართველ კოლეგასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოსა და უკრაინის ხალხებს შორის ურთიერთობა უფრო დიდ იმპულსს იძენს.
„უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს ტრადიციული სტუმართმასპინძლობისთვის, მეგობრული და კონსტრუქციული ატმოსფეროსთვის, რომლითაც დახვდნენ უკრაინულ დელეგაციას თბილისში. ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში. უკრაინის ხალხის სახელით მინდა, ქართველ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, კეთილდღეობა და ურთიერთშეთანხმება, საქართველოს გაუმარჯოს. ძვირფასო მეგობრებო, ამ რთული გლობალური გამოწვევების პირობებში, რაც უკავშირდება, პირველ ყოვლისა, კორონავირუსს, ჩემი ვიზიტი საქართველოში იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. ჩვენ ვხედავთ, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ხალხებს შორის უფრო დიდ იმპულსს იძენს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი ჩვენი ქვეყნების ბიზნესისა და მოქალაქეებისთვის. უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან და ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს დასტურდება კონკრეტული საქმეებით, ფაქტებითა და, რა თქმა უნდა, ჩვენი პარტნიორობით“, – განაცხადა შმიგალმა.