“დენის შმიგალს დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უკრაინელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, შეხვედრაზე განიხილეს როგორც ორმხრივი, ასევე – მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხი.
„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს საერთო გამოწვევები და პრობლემა, როგორიც არის რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხე და ოკუპაციის მძიმე შედეგები. ჩემს კოლეგასთან გამოვხატე ჩემი შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და დროებით ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო გააქტიურების გამო. მე მას დავუდასტურე ჩვენი მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. ჩვენი შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ჩვენი სწრაფვა ევროკავშირისკენ. რა თქმა უნდა, ორივე ქვეყანა არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა და ჩვენ ამ საკითხზე, ბუნებრივია, ძალიან ბევრი ვისაუბრეთ“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.