დევნილებსა და ეკომიგრანტებს, „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, დევნილებსა და ეკომიგრანტებს, „სასათბურე მეურნეობის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გრანტები გადაეცემათ.

მათივე ცნობით, პროგრამა დევნილებისა და ეკომიგრანტების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე 240 კვ.მ ზომის სათბურის მოწყობას ითვალისწინებს. გრანტის ოდენობა, საშუალოდ, 16 000 ლარს შეადგენს.

ამავე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად, 15 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები