საქართველოში უკრაინის პრემიერმინისტრის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო (ვიდეო)

საქართველოში უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. მთავრობის ადმინისტრაციაში უკრაინის პრემიერმინისტრის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

უკრაინელ კოლეგას საქართველოს მთავრობის მეთაურმა, ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა.

შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნები. საქართველოსა და უკრაინის პრემიერმინისტრებმა ერთმანეთს დელეგაციის წევრები წარუდგინეს.

დღესვე მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა გაიმართება, რის შემდეგაც მოლაპარაკებები, დელეგაციის წევრებთან ერთად, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები