კახა კალაძე: უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგირო სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება

საზოგადოებრივი ტრანსპორტის ინტეგრირებულ გადახდის სისტემაში, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დამაკავშირებელი საბაგიროც ჩავრთეთ​, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა განაცხადა.

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ეს კონკრეტული საბაგირო სტუდენტებს უფასოდ მოემსახურება.

სხვები გადაიხდიან, როგორც მიკროავტობუსსა და ავტობუსში, 50 თეთრს. სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობიდან საათნახევრის განმავლობაში თუ იმგზავრებენ საბაგიროთი, ინტეგრირებული გადახდის სისტემით, საბაგირო იქნება უფასო“, – განაცხადა კახა კალაძემ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები