ქუთაისის საქალაქო სასამართლოში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული ირაკლი მუკბანიანის პროცესი გაიმართა.
მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და მას აღმკვეთღონისძიებად წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატებმა დაკავებულის 10 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფელბის შუამდგომლობა დააყენეს. 29 წლის ირაკლი მუკბანიანი სოფელ საყულიაში გუშინ დააკავეს. მას პოლიციელზე ძალადობას ედავებიან. დაკავებას წინ სპეცოპერაცია უძღოდა, რა დროსაც ადგილობრივები და პოლიციელები დაშავდნენ.