ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ბათუმელი სპორტსმენები პატიმრობაში დატოვა, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა და შვიდივე დაკავებული პატიმრობაში დატოვა.

დაკავებული ახლობლებმა პენიტენციური სამსახურის ავტომობილებს, რომლებშიც პატიმრები ისხდნენ, გზა გადაუკეტეს. ისინი სპორტსმენებს ავტომობილებზე ბრახუნით ამხნევებდნენ და მათ უკანონო პატიმრობას აპროტესტებდნენ .

სამართალდამცველებმა გზის გათავისუფლება სცადეს, რასაც შეკრებილების უკმაყოფილება მოყვა.

შეგახსენებთ, რომ  15 აპრისლ შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სასამართლო განჩინების საფუძველზე, ბათუმში 6 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1987 წელს დაბადებული რ.წ. 1993 წელს დაბადებული ფ.წ. 1997 წელს დაბადებული თ.ჭ. 1995 წელს დაბადებული თ.ჭ. 1999 წელს დაბადებული გ.ჭ. და 2000 წელს დაბადებულ ი.ჭ. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მოგვიანებით უწყებამ ასევე ერთი პირი დააკავა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები