ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა

გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 წლის ბავშვი დაშავდა.

ქვეითს ქალაქის ცენტრში მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული მოზარდი სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა.

როგორც კლინიკის ექიმი, დავით გასიტაშვილი ამბობს, პაციენტს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება გაეწია, ჩაუტარდა ყველა საჭირო კვლევა, ამ ეტაპზე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, იგეგმება დაშავებულის გადაყვანა თბილისში, ბავშვთა სპეციალიზებულ კლინიკაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები