“კოკა-კოლა”: კომპანია არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინასა და გათამაშებას, ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ შსს-სთვის მიწოდებულია
“კოკა-კოლა” თაღლითური სქემის შესახებ განცხადებას ავრცელებს.
მათივე ცნობით, კომპანია არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინასა და გათამაშებას, ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ შსს-სთვის უკვე მიწოდებულია.
“მოგახსენებთ, რომ აღნიშნული ვებგვერდი გახლავთ თაღლითური სქემა, რადგან მოიძიონ თქვენი პირადი ინფორმაცია. კომპანია “კოკა-კოლა” არ აწარმოებს არანაირი სახის ვიქტორინასა და გათამაშებას. გთხოვთ, ყურადღებით მოეკიდოთ აღნიშნულ საკითხს. ინფორმაცია კიბერდანაშაულის შესახებ მიწოდებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის დეპარტამენტისათვის და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება”, – ნათქვამია განცხადებაში.