არჩილ თალაკვაძე: სოციალურად დაუცველი ოჯახები 1-ელი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებენ, პრემიერის ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია

“სოციალურად დაუცველი ოჯახები 1-ელი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებენ, პრემიერის ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, არჩილ თალაკვაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც მოიქცა, როგორც ოჯახი.

,,პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალიან პოზიტიურია და პარლამენტის მიერ მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის მიზნებს პასუხობს:

ბავშვებისთვის, რომლებიც სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებში ცხოვრობენ, დაფინანსება კიდევ 100%-ით გაიზარდა. სოციალურად დაუცველი ოჯახები 1-ელი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 100 ლარს მიიღებენ.
ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია პანდემიის კონტექსტშიც, როდესაც გასული წლის განმავლობაში არაერთი ოჯახის ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა – ამ ოჯახებისთვის მთავარი საზრუნავი, პირველ ყოვლისა, ბავშვების კეთილდღეობა იყო. სახელმწიფო ამ შემთხვევაშიც მოიქცა, როგორც ოჯახი. ნებისმიერ ევროპულ ოჯახში სოლიდარობა ბავშვებისა და ხანდაზმულების მიმართ ყველაზე მაღალია.
ამასობაში, ვაქცინაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და ლარის სტაბილიზაცია ქვეყანას განვითარების მთავარ გზაზე აბრუნებს”, – წერს თალაკვაძე.

ცნობისთვის, სოციალურად დაუცველი ოჯახები 1 -ელი ივლისიდან თითოეულ ბავშვზე 50-ის ნაცვლად 100 ლარს მიიღებენ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები