გია ვოლსკი – გახარიაზე: მისი ნაბიჯები “ნაცმოძრაობის” ინტერესებს დაემთხვა
პარლამენტის ვიცესპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, რომ საქართველოსთვის კრიტიკულ მომენტში ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე არ იმოქმედა.
მისივე თქმით, გახარიას პოლიტიკური ნაბიჯები “ნაციონალური მოძრაობის” ინტერესებს დაემთხვა.
“როდესაც საქართველოსთვის კრიტიკული მომენტი იყო და როდესაც “ნაცმოძრაობის” იდეა, დაეანონსებინა საქართველოში სახელისუფლებო სტრუქტურების ჩამოშლა და შემდეგ ამას მოჰყოლოდა მძიმე პროცესების განვითარება, აი, სწორედ ამ მომენტში პრემიერმინისტრს უნდა ემოქმედა სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე. სამწუხაროდ, მისი ეს ნაბიჯები დაემთხვა იმ ინტერესებს, რომელიც ჰქონდა “ნაცმოძრაობას”, – აღნიშნა ვოლსკიმ.