თენგიზ ცერცვაძე: 1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობით, საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა

“1 მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებული სიკვდილიანობით, საქართველო ევროპაში 30-ე ადგილზეა”, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია ,,რუსთავი 2″-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი  მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია.

“სიკვდილიანობის ზრდა გამოიწვია ინფიცირების მაღალმა მაჩვენებელმა. ერთი რამ შეიმჩნევა, სხვა ქვეყნებს ჩვენზე მეტი ჰქონდათ სიკვდილობა და იქ დაიწყო კლება ახალმა შემთხვევებმაც და სიკვდილობამაც. საქართველო ამ პროცესს ცოტა ჩამორჩება, ამას აქვს ორი მიზეზი: ერთი ის, რომ ვაქცინაცია სერიოზულად ჩამორჩება, იმის მიუხედავად, რომ ბოლო დროს დღეში 4000-ს ვცრით, არ არის საკმარისი, დღეში საშუალოდ 7-8000 უნდა ავცრათ, მოსახლეობის 4-5%-ია აცრილი მაშინ, როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობაში ბევრად მეტია, არაფერს ვამბობ ისრაელზე, ბრიტანეთზე და ამერიკის შეერთებულ შტატებზე, სადაც მოსახლეობის 2/3 ორჯერ არის უკვე აცრილი.

ერთი მიზეზი, ქვემოთ ჩქარა იწევს სიკვდილობის მაჩვენებელი ვიდრე ჩვენთან, არის ის, რომ ჩვენთან ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტი არის 6-ჯერ, 7-ჯერ ნაკლები, ვიდრე უცხოეთის ქვეყნებში და მეორე, მესამე ტალღის პიკი იქ ადრე დაიწყო და მაშინ ჰქონდათ მაღალი სკივდილობა, ეს იყო თებერვალ-მარტში,” – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები