“რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, თუმცა, ვრჩებით მეგობრებად” – ანი მიროტაძემ “ლელო” დატოვა

ანი მიროტაძემ პარტია “ლელო” დატოვა.

მისივე თქმით, მიზეზი აზრთა სხვადასხვაობაა.

“რამდენიმე დღის წინ ჩვენ დავშორდით ერთმანეთს, თუმცა, ვრჩებით მეგობრებად. იყო გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა ხედვებში. გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ჩემი პოზიციები არ ემთხვეოდა პარტიის პოზიციას. შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება და დავტოვე “ლელო”, – განაცხადა მიროტაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები