საქართველოს 2-4 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერმინისტრი ეწვევა

საქართველოს, 2-4 ივნისს, ოფიციალური ვიზიტით, უკრაინის პრემიერმინისტრი დენის შმიგალი ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 3 ივნისს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

უკრაინელ კოლეგას საქართველოს პრემიერმინისტრი – ირაკლი ღარიბაშვილი უმასპინძლებს. დაგეგმილია პრემიერმინისტრების პირისპირ შეხვედრა, რის შემდეგაც  მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. ირაკლი ღარიბაშვილი და დენის შმიგალი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, უკრაინის პრემიერმინისტრი შეხვდება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას, ასევე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს.

დენის შმიგალი, დელეგაციის წევრებთან ერთად, პატივს მიაგებს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მოედანზე მემორიალს გვირგვინით შეამკობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები