გურამ მაჭარაშვილი – გიორგი გახარიაზე: ლოგიკასთან ახლოსაა, მისი ნაბიჯები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართულ პოლიტიკაში ბუნდოვანება შეიტანა.

მისივე თქმით, ლოგიკასთან ახლოსაა მოსაზრება, რომ გახარიას ნაბიჯები რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს.

“კითხვის ნიშანი რჩება იმასთან დაკავშირებით, რატომ გადადგა პრემიერმინისტრი და რატომ სთხოვს საზოგადოებას, „გამხადეთ მეორედ პრემიერმინისტრი, რომ უფრო კარგად ვიმუშაო“.

ჯერ ერთი, რა გარანტია აქვს საზოგადოებას, რომ ისევ არ გაიქცევა თანამდებობიდან? და მეორე, ძირითად კითხვაზე პასუხი – რატომ გადადგა, რა იყო არგუმენტი, მას პასუხი არ გაუცია. აქედან გამომდინარე, ბუნდოვანება, რაც მან თავად შემოიტანა ქართულ პოლიტიკაში თავისი სახით, მეტყველებს იმაზე, რომ ახლოს იყოს ლოგიკასთან, რადიკალური ოპოზიციის მიზნებს ემსახურებოდეს მისი ნაბიჯები“, – აცხადებს მაჭარაშვილი.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები