კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლენილია 509, იმერეთში – 99

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 954 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 509 შემთხვევა, აჭარაში – 82, იმერეთში – 99, ქვემო ქართლში – 67, შიდა ქართლში – 33, გურიაში – 9, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 88, კახეთში – 30, მცხეთა-მთიანეთში – 24, სამცხე-ჯავახეთში – 11, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 774, საიდანაც: 3 541 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 923, აჭარაში – 385, იმერეთში – 439. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 789 პირი, მათ შორის, თბილისში – 395, აჭარაში – 82, იმერეთში -157. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 223 პირი, მათგან თბილისში – 148, აჭარაში – 15, იმერეთში – 15. 639 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 380 – თბილისში, 234- აჭარაში. 7 594 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები