გუგა ქაშიბაძე – “ლეღვი შეიძლება, მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება ერთი და იგივეა”

“ლეღვი შეიძლება, მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად, ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება არის ერთი და იგივე”, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ „იმედის დილის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, რუჯის მიღებისას რეკომენდაციები უნდა იყოს გათვალისწინებული.

„მესმის, რომ რუჯი მოდაშია, გოგოებს მოსწონთ გარუჯული ბიჭები, ბიჭებს მოსწონთ გარუჯული გოგოები, მაგრამ შეიძლება, გაცილებით უფრო ცივილურად მივიღოთ რუჯი, გამოვიყენოთ რეკომენდაციები, თუნდაც მზისგან დამცავი კრემები, რადგან მზისგან დამცავი საცხების გარეშე გასვლა, ფაქტობრივად, იგივეა, რაც საცურაო კოსტიუმის გარეშე გასვლა. წელს 10 წელი სრულდება, გარკვეული იუბილეა, ძალიან ბევრ ტრადიციას ამდენი ხანი არ გაუძლია, მაგრამ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირდება. ლეღვი შეიძლება, მივირთვათ ან ხილად, ან ხილფაფად, ან მურაბად. ყოველ შემთხვევაში, მისი ფოთლების ნახარშის წასმა და დამწვრობის ცენტრის მონახულება არის ერთი და იგივე. მცდელობის დასაწყისშივე ეს ყველაფერი მთავრდება დამწვრობის ცენტრის მონახულებით. ლეღვის ფოთლების ნახარში და დამწვრობა არის ერთი და იგივე. ლეღვის ფოთლები რუჯთან არც პირდაპირ, არც ირიბად დაკავშირებული არ არის. ჩვენი ყველანაირი მცდელობა წყალში იქნება ჩაყრილი“, – განაცხადა ქაშიბაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები