თაღლითები ფეიკ-ინფორმაციას Sputnik-საქართველოს სახელით ავრცელებენ

Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს საეჭვო წარმომავლობის ვებგვერდზე ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან.

თბილისი, 1 ივნისი— Sputnik. საეჭვო წარმომავლობის მასალა, რომლის გაფორმება Sputnik-საქართველოს ვებგვერდთან არის მიმსგავსებული, ქსელში დღეს გავრცელდა. აღნიშნული მასალა შეიცავს ინფორმაციას, რომელიც არ შეესაბამება სიმართლეს, ასევე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს, რომელიც მან თითქოს ქართულ ტელეარხს მისცა.

Sputnik-საქართველოს რედაქცია კატეგორიულად უარყოფს რაიმე კავშირს აღნიშნული ცრუ ინფორმაციის გავრცელებასთან. ქსელში გავრცელებული მასალა არანაირ კავშირში არ არის sputnik-georgia.ru და sputnik-georgia.com ვებგვერდებთან.

ფეიკ-გვერდის სქრინი, რომელიც Sputnik-საქართველოს ლოგოს და გაფორმებას იყენებს

 

აღნიშნული ფეიკ-გვერდის ავტორებს ვურჩევთ მათ მიერ გავრცელებული მასალიდან წაშალონ Sputnik-საქართველოსთან ასოცირებული ყველა ელემენტი, მათ შორის ლოგო და პორტალის გაფორმების ელემენტები.

წყარო:sputnik-georgia

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები