შალვა პაპუაშვილი: გახარიას პარტია არათუ „ქართულ ოცნებას“, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ვერ გაუწევს კონკურენციას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ყოფილი პრემიერის, პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას გუშინდელი ინტერვიუდან შინაარსობრივად რაიმე ღირებული საზოგადოებას არ მოუსმენია.

მისივე თქმით, გახარიას პარტია არათუ „ქართულ ოცნებას“, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ვერ გაუწევს კონკურენციას.

„ჩვენ გუშინ არც ახალი და არც რაიმე შინაარსობრივად ღირებული არ მოგვისმენია. გაუგებარი იყო მისი ქცევა. საბოლოოდ, გუშინდელი მისი განმარტებებიდანაც აშკარა გახდა, რომ ის უბრალოდ პასუხისმგებლობას გაექცა იმ დღეს, როდესაც სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით. ეს იყო მისი გადადგომის მთელი არსი. გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ გვანახა, რომ რაიმე დამატებითი შინაარსი მის ახალ მოძრაობას არ აქვს. ეს მოძრაობა არათუ „ქართულ ოცნებას“, ბევრ ოპოზიციურ პარტიას ვერ გაუწევს კონკურენციას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები