შალვა პაპუაშვილი: „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ანტიევროპული მიმართულების ორგანიზაციაა
“19 აპრილის შეთანხმება არის ტექსტი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, როგორც გარკვეული მუშაობის საფუძველი პარტიებს შორის. ამაზე ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ უარს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ანტიევროპული მიმართულების ორგანიზაციაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საბოლოოდ ადასტურებს იმას, რომ ეს ანტიევროპული მიმართულების ორგანიზაციაა, რომლისთვისაც სულ ერთია ის, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ჩამოვიდა ორჯერ სწორედ იმიტომ, რომ პარტიებს შორის დიალოგი ყოფილიყო და მეორედ – მისი შემოთავაზება არის 19 აპრილის შეთანხმება. ეს არის ის ტექსტი, რომელიც ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა კოლეგებმა შემოგვთავაზეს, როგორც გარკვეული მუშაობის საფუძველი პარტიებს შორის. ამაზე ამბობს „ნაციონალური მოძრაობა“ უარს. უარს ეუბნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, უარს ეუბნება ევროკავშირს და, რაც მთავარია, უარს ეუბნება საკუთარ მოქალაქეებს იმაზე, რომ პარტიებს შორის იყოს სამუშაო ვითარება და არა – პოლარიზაცია. ამით ისინი აჩვენებენ, რომ მათი ერთადერთი დღის წესრიგი არის დესტრუქციული დღის წესრიგი, რომელმაც კიდევ ერთხელ განიცადა მარცხი ამ გაზაფხულზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.