ალეკო ელისაშვილი: წყალწყალა ტალღები, რომელზეც “ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ თითქოს რეფორმების ძალიან მაგარი ტალღები იყო, არის ტყუილი
პარტია “მოქალაქეების” ლიდერი, ალეკო ელისაშვილი საქართველოში კონგრესმენების მიერ დაგეგმილ ვიზიტს ეხმაურება.
ელისაშვილის თქმით, ის აპირებს, შეხვედრაზე მართლმსაჯულების რეფორმების შესახებ საკითხი დასვას.
“შეერთებული შტატებიდან და ევროკავშირიდან რომ არ იყოს ყურადღება, ყურადღებას ვინც გვაქცევს, ვიცით, რუსეთი და როგორც გვაქცევს, კი ვიცით. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანია სენატორების ჩამოსვლა. მე ვაპირებ, რომ ძალიან პრინციპულად დავსვა საკითხი მართლმსაჯულების რეალური რეფორმების. ეს წყალწყალა ტალღები, რომელსაც “ქართული ოცნება” გვეუბნება, რომ თითქოს ძალიან მაგარი ტალღები იყო რეფორმების, ეს არის ტყუილი”, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
საქართველოში კონგრესმენების დელეგაცია ხვალ ჩამოვა. სენატორ ჯინ შაჰინის ხელმძღვანელობით ჯგუფის ვიზიტზე ინფორმაცია აშშ-ის საელჩომ გაავრცელა.