არის თუ არა “სამხრეთ აფრიკულ შტამზე” ვაქცინები ეფექტური – ივანე ჩხაიძის განმარტება
„სამხრეთ აფრიკულ შტამზე” ვაქცინები მოქმედებს, მაგრამ – ნაკლებად ეფექტურად, ვიდრე ჩინურ შტამზე“, – ამის შესახებ იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელმა და იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრმა, ივანე ჩხაიძემ “იმედის” ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამით გამოირჩევა “სამხრეთ აფრიკული შტამი” COVID 19-ის სხვა შტამებისგან.
„სამხრეთ აფრიკულ შტამზე ვაქცინები მოქმედებენ, მაგრამ – ნაკლებად უფრო ეფექტურად, ვიდრე ჩინური შტამის საწინააღმდეგოდ. ეს ეფექტურობა უფრო ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული ან ინდური შტამების შემთხვევაში. ეს არის ერთ-ერთი გამორჩეული თვისება სამხრეთ აფრიკული მუტაციისა. ეს არის ის გამომწვევი, რომელიც უფრო იოლად ვრცელდება, უფრო მეტ ადამიანს ასნებოვნებს და ვაქცინების ზემოქმედება ამ შტამზე არის შედარებით ნაკლები“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის პირველი შემთხვევა დადასტურდა.