მეუფე იაკობი: დღეს რატომ შევაფასო, არის თუ არა ლევან ვასაძე რუსული ძალა?!

“ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს, არ ვიცი. პირადად გეუბნებით, ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში და ვისთან იყო და ვისთან არა ვასაძე კომუნიკაციაში, სულ არ მაინტერესებს”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისივე თქმით, მას “ერთობა, რაობა, იმედის” დამფუძნებელთან, ლევან ვასაძესთან კავშირები არ აქვს.

“ლევან ვასაძეს რა აზრები აქვს, არ ვიცი. პირადად გეუბნებით, ახალ ძალებს ჩავუდგები სათავეში და ვისთან იყო და ვისთან არა ვასაძე კომუნიკაციაში, სულ არ მაინტერესებს. როგორ უნდა მოიაზრებოდეს ლევან ვასაძე ჩემთან?! რატომ უნდა მოიაზრებოდეს?! გახარიასაც თავისი მომხრეები ეყოლება, ბატონ ლევანსაც თავისი მომხრეები ეყოლება. დღეს რატომ შევაფასო, არის თუ არა ვასაძე რუსული ძალა?! კავშირები ვისთან აქვს? მე არ მაქვს კავშირები მაგასთან. ჩვენთან, ეკლესიაში ვიცნობ და ისევე, როგორც სხვა ბიზნესმენები, სხვადასხვა პროექტში მონაწილეობს”, – აცხადებს მეუფე იაკობი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები