თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს
თურქეთში საქართველოს საელჩო საქართველოს მოქალაქეების საყურადღებოდ ინფორმაციას ავრცელებს, რომელსაც “კვირა” უცვლელად გთავაზობთ:
„საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ! ანკარაში საქართველოს საელჩო გაცნობებთ, რომ დღეიდან, 2021 წლის 1 -ელი ივნისიდან საქართველოს მოქალაქეებს თურქეთის რესპუბლიკაში გამგზავრება შეეძლებათ როგორც საჰაერო, ისე – სახმელეთო გზით, მხოლოდ და მხოლოდ ბოლო 72 საათში ჩატარებული „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის საფუძველზე“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.