ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობას“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, შარლ მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაციონალური მოძრაობის” პარლამენტში შესვლას არც მატერიალური და არც ფორმალური ფასი არ აქვს.

მისივე თქმით, „ნაცმოძრაობას“ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა მოუწევს.

„ეს არის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების აბსოლუტურად ადეკვატური შეფასება. ბუნებრივია, მიშელის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე „ნაცმოძრაობის” პარლამენტში შემოსვლას არავითარი არც მატერიალური, არც ფორმალური ფასი არ აქვს. აქედან გამომდინარე, ლოგიკურია პარტნიორების მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ „ნაცმოძრაობამ” უნდა მოაწეროს ხელი ამ დოკუმენტს. იგივე პოზიცია გვაქვს ჩვენც. უფრო მეტიც, ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ვიდრე ხელი არ მოეწერება გონივრულ ვადაში ამ დოკუმენტს, მანამდე „ნაცმოძრაობა” ვერ ჩაერთვება ვერცერთ სამუშაო პროცესში, რომელიც მიშელის დოკუმენტის აღსრულებასთან არის დაკავშირებული. მათ მოუწევთ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა”, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები