გიორგი გახარია: მე ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ
“მე ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, ივანიშვილმა თქვა, რომ პროცესის მონაწილე აღარაა.
„მე ბიძინა ივანიშვილს არც ვაქებ დღეს და არც ვაძაგებ. ეს ჩემი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხვალ ჩვენი ქვეყნის მომავალზე როდესაც იქნება საუბარი, მე რაიმე კომპლექსი ან შეზღუდვა მექნება იმასთან დაკავშირებით, რომ ჩემი პოზიცია ღიად დავაფიქსირო, ასეთი არ იქნება, ამის იმედი არავის უნდა ჰქონდეს. მესმის, რამდენ ადამიანს უნდა რაღაც ჭორაობების მოსმენა, მაგრამ ამას არ გავაკეთებ, რადგან მივიჩნევ, რომ ეს არ არის სწორი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანმა თქვა, რომ მე რაც შევძელი გავაკეთე და აღარ ვარ ამ პროცესის მონაწილე“, – განაცხადა გახარიამ.