“მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის, მაშინ ის ბოდიში იყო აბსულუტურად გააზრებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“დამფუძნებელმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საყოველთაო ბოდიშისთვის ახლა მზად არაა.
„პრემიერმინისტრის როლიდან გამოვედი და უაღრესად კომფორტულად ვგრძნობ თავს, თავისუფლების მაღალი ხარისხით, უფრო პერსონალიზებული, უფრო ფოკუსირებული პასუხისმგებლობის გრძნობით და კიდევ ბევრი სხვა დამატებითი პლუსია ამ ყველაფერში. რაც შეეხება ბოდიშს, ბოდიშის მოხდას აზრი აქვს მაშინ, როცა ის არის გააზრებული და არის კონკრეტულ ფასეულობებზე. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც ასე ბოდიშს იხდის. მაშინ ის ბოდიში იყო აბსულუტურად გააზრებული და ფასეულობებზე დაყრდნობილი. ასე საყოველთაო ბოდიშის მოხდისთვის დღეს, ამ წუთას მზად არ ვარ. დარწმუნებული ვარ, ცოტა უფრო მეტი დრო რომ გვქონდეს, ასეთ მიზეზებს ვიპოვიდი“, – განაცხადა გახარიამ.