ლევან იოსელიანი – გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირებაზე: ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს, ოდნავ ხმას ავუწიეთ
„მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერთან, გიორგი ვაშაძესთან დაპირისპირებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სერიოზული არაფერია და ყურადღებად არ ღირდა.
„ბიუროზე ჩვენ შორის არაფერი მომხდარა. რომ გამოვედით, შემდეგ გვქონდა რაღაც კანონპროექტთან დაკავშირებით საუბარი. სერიოზული არაფერია, რომ ღირდეს ამხელა ყურადღებად. მე ვერ დავარქმევდი ამას კონფლიქტს. ოდნავ ხმას ავუწიეთ. ჩვენ ვმუშაობთ საპენსიო რეფორმაზე. სამუშაო ჯგუფი გვაქვს ამასთან დაკავშირებით. საკომიტეტო მოსმენაც იყო, კონკრეტული ინიციატივები გვაქვს. მე მასთან კანონპროექტის შესახებ მქონდა კითხვა, რას ეხებოდა ის კანონპროექტი, რაც შემოიტანა. შეიძლება, ცოტა ემოციურია და ისე არ მიიღო, როგორც უნდა მიეღო. რაღაც კითხვებზე პასუხები მივიღე, რაღაცაზე ვერ მივიღე და ამას მოჰყვა შელაპარაკება“, – განაცხადა იოსელიანმა.
პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე და „მოქალაქეების“ წევრი, ლევან იოსელიანი ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.