სემეკ-ში ირიგაციის რეგულირების საკითხებზე იმსჯელეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) სამუშაო შეხვედრა გაიმართა, სადაც ირიგაციის რეგულირების საკითხები განიხილეს, – ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სემეკ-ი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ესწრებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე – ოთარ შამუგია, შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი – დავით წითლიძე, სემეკ-ის თავმჯდომარე – დავით ნარმანია და კომისიის წევრები. შეხვედრაზე იმსჯელეს მელიორაციის სექტორში არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრის მონაწილეებს პრეზენტაცია წარუდგინა სემეკ-ის წყალმომარაგების დეპარტამენტის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები