ნათია თურნავა – “ნამოხვანჰესზე”: კვლავ ვადასტურებთ დიალოგისთვის მზადყოფნას

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავა “ნამოხვანჰესის” გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი დიალოგისთვის მზადაა.

“კვლავაც ვადასტურებთ ჩვენ მზადყოფნას დიალოგისთვის და მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ვინაიდან იქ მდგომი ადამიანები, მათი უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებენ და აქვთ გულწრფელი კითხვები, არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები.

ჩვენც, მთავრობა მოწადინებულნი ვართ, რომ სწორედ იმისთვის, რომ გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის ეს პროექტი შესრულდეს, კარგად სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით და რადგან ორივე მხრიდან საბოლოო ამოცანა ერთია, ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთში”, – აღნიშნა თურნავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები