ირაკლი ზარქუა: თუ საქმის კეთება არ უნდა „ნაცმოძრაობას”, ყვირილი გარეთაც შეეძლოთ

“თუ საქმის კეთება არ უნდა „ნაციონალურ მოძრაობას”, ყვირილი გარეთაც შეეძლოთ – ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის?”, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტში შესვლის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის” მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

მისივე თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული პარტიაა.

„ოპოზიციის ნაწილი – „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი განაყოფი ბოკერია, არიან დესტრუქციული, რუსული ფორმაციის ძალა, რომელიც ყველაფერზე მიდის, ამ ქვეყანაში რომ ქაოსი ააგორონ. არ გამოუვიდათ ეს, 6 თვე გვიმტკიცებდნენ – გაყალბდა, არ შევალთ, გამორიცხულიაო, ახლა შემოდიან და ხელს არ აწერენ დოკუმენტს, რაც მიშელმა და ევროპამ დაგვიდო. ჩვენთვის არ იყო იქ ბევრი თემა მისაღები, მაგრამ თქვეს, რომ თქვენს ქვეყანას სჭირდება ასე, ავდექით და მოვაწერეთ ხელი, მოაწერა კონსტრუქციულმა ოპოზიციამ, რომელიც სახელმწიფო ინტერესებიდან ფიქრობს და საზრდოობს, არ მოაწერეს მათ და შემოდიან, აბა რა უნდათ პარლამენტში, თუ საარჩევნო კოდექსზე მუშაობა არ გინდა, თუ ხელს არ აწერ, აბა, ბიუჯეტი დამტკიცებული გვაქვს, პრემიერი და მთავრობაც გვყავს და რატომ შემოდიან? ხელფასებისთვის? მაშინ კეთილი ინებე და თქვი – დიახ, ჩვენ მოგვბეზრდა გარეთ წანწალი, დიახ, მოგატყუეთ – მიმართონ თავის ამომრჩეველს, რომელსაც წვიმაში, ქარსა და ავდარში გარეთ დაატარებდნენ და ახლა უთხრან, რომ ხელფასები და თანამდებობები უნდათ და ამიტომ შედიან, სხვა საფუძველი არ აქვთ – ტრიბუნა? ტრიბუნა გარეთ უფრო არ ჰქონდათ?”, – განაცხადა ზარქუამ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები