დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა ქართული დიასპორებისთვის განხორციელებული და დაგეგმილი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მოისმინა

კომიტეტზე ქართული დიასპორის მიმართულებით მომუშავე სტრუქტურული ერთეულის მიერ დიასპორებისთვის განხორციელებულ საგანმანათლებლო პროექტებზე იმსჯელეს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სხვადასხვა პროექტის ფარგლებში ხორციელდება ქართული ენის ონლაინ შესწავლის, დიასპორებისთვის ქართული სახელმძღვანელოების გადაცემის, საკვირაო სკოლებისა და სხვა პროგრამები.
“მომხსენებელმა სხდომის მონაწილეებს მიაწოდა ინფორმაცია ჰერეთში, ქართული სკოლებისთვის ქართული ენის სახელმძღვანელოების გადაცემის პროგრამის შესახებ. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გივი ჭიჭინაძის თქმით, აუცილებელია საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროში შენარჩუნებულ იქნას დიასპორის საკითხებზე მომუშავე სტრუქტურული ერთეული, რადგანაც, ქართულ დიასპორაში განათლება მთავარი პრიორიტეტია.
კომიტეტის სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების, საგარეო და იუსტიციის სამინისტროებისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უწყებების მხრიდან ახალი პროექტების განხორციელებასთან დაკავშირებით სრული მზადყოფნა დაადასტურეს. დიასპორის საკითხებზე გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია კომიტეტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების წარმომადგენელმა, კახა ხანდოლიშვილმა მიაწოდა”, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები