ხატია დეკანოიძე: “ნაცმოძრაობა” პარლამენტში შედის არა თანამდებობისთვის, არამედ – რეჟიმის დასამარცხებლად

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ხატია დეკანოიძემ პარტიის პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ განმარტა.

მისი თქმით, მიზანია რეჟიმის დამარცხება.

“ნაციონალური მოძრაობა”, ჩვენი ბლოკი პარლამენტში შედის არა რამე კონკრეტული პრივილეგიებისთვის ან თანამდებობებისთვის ან ძალაუფლების გადანაწილებისთვის “ქართულ ოცნებასთან ერთად”, არამედ იმისთვის, რომ ჩვენ გვქონდეს ერთ-ერთი ინსტრუმენტი და იარაღი სწორედ რეჟიმის დასამარცხებლად”, – აღნიშნა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: “ნაციონალური მოძრაობა“ მიშელის დოკუმენტს გონივრულ ვადაში ხელს თუ არ მოაწერს, ვერ ისარგებლებს ვერცერთი პრივილეგიით, რომელსაც დოკუმენტი ოპოზიციური პარტიებისთვის ითვალისწინებს”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები