არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ პოლიტიკური დებატებისთვის ნებისმიერ პარტიასთან, მათ შორის, გიორგი გახარიას გუნდთანაც

პარლამენტის ვიცესპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ,,ქართული ოცნება” მზადაა, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში ნებისმიერს შეეჯიბროს.

„ქართულ ოცნებას“ მაშველი რგოლი ნამდვილად არ სჭირდება. ჩვენ ვართ ღირებულებებსა და მომავალზე ორიენტირებული პარტია, რომელსაც ჰყავს ძლიერი გუნდი. ჩვენ ზურგს გვიმაგრებს გაკეთებული საქმეები და გვაქვს სამომავლო გეგმები. მზად ვართ პარლამენტში ნებისმიერ პარტიასთან დებატებისთვის და მზად ვართ, შევეჯიბროთ ნებისმიერს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საქმის კეთებაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები