სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია თანამდებობიდან გადადგა. ინფორმაცია “კვირას” თავად თორიამ დაუდასტურა. თუმცა სამომავლო გეგმებზე არ საუბრობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მალხაზ თორია გიორგი გახარიას გუნდს უერთდება.
როგორც უკვე ყოფილი გუბერნატორმა “კვირასთან” საუბრისას განმარტა, თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე, დღეს დატოვა.
მალხაზ თორია რწმუნებულის თანამდებობაზე 2021 წლის 9 თებერვალს დაინიშნა.
ასევე არსებული ინფორმაციით, თორიას შემცვლელად გიორგი გუგუჩია მოიაზრება, რომელიც წლების წინ რეგიონში ფინანსურ პოლიციას ხელმძღვანელობდა.