“გიორგი გახარიას, ალბათ, მოუწევს ძალიან დეტალური განმარტებების გაკეთება, ხელისუფლებაში მისი ყოფნის პირობებში რა გააკეთა იმისათვის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები, თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
სერგეენკო იმედოვნებს, რომ ყოფილი პრემიერი პარტიის კონკრეტულ სამოქმედო გეგმებს მალე გააჟღერებს.
„გიორგი გახარიას, ალბათ, მოუწევს ძალიან დეტალური განმარტებების გაკეთება, ხელისუფლებაში მისი ყოფნის პირობებში რა გააკეთა იმისათვის, რომ მის მიერ ჩამოთვლილი პრობლემები, თუნდაც, ნაწილობრივ მოეგვარებინა. არ გაჟღერებულა ჯერჯერობით და იმედია, მალე გააჟღერებენ მათ კონკრეტულ სამოქმედო გეგმას, მაგალითად, როგორ სტრატეგიას სთავაზობენ საზოგადოებას, რა დაფინანსება ექნება ჯანდაცვის სისტემას, როგორი იქნება სოციალური სისტემა, თავდაცვის სისტემა და რა იქნება ძირითადი პოლიტიკის ნაბიჯები. ამის მერე იქნება შესაძლებელი, განვსაზღვროთ საზოგადოების რეაქციის მიხედვით, თუ ვის წაართმევენ ან საერთოდ წაართმევენ თუ არა ვინმეს ამომრჩეველს”, – განაცხადა სერგეენკომ.