ხატია დეკანოიძე: მე მხარს დავუჭერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას

მე მხარს დავუჭერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს პარლამენტში ოპოზიცია უნდა იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად.

„ჩვენ უნდა მივიღოთ პრაგმატული, რაციონალური გადაწყვეტილება იმისთვის, რომ საქართველოს პარლამენტში, ახლა ამ ახალ მოცემულობაში ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი უფრო ძლიერად. მათ შორის, საქართველოში „ქართულ ოცნებას“ ამ ისედაც მიტაცებულ ქვეყანაში არ ჰქონდეს კომფორტი, რომ საქართველოს მოქალაქეების ხმა მათ ვერ გაიგონ. ამიტომ ჩემი გადაწყვეტილება ცნობილია, მე მხარს დავუჭერ დღეს სხდომაზე პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საპარლამენტო საქმიანობის გაგრძელებას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე გადაწყდება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები