რომან გოცირიძე: ამ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, პარტია პარლამენტში უნდა შევიდეს.
„პარტია მაშინ არის ძლიერი, როდესაც ის არის ძლიერი და როდესაც შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე იღებს ადეკვატურ, კარგ გადაწყვეტილებებს. პარტია უნდა იყოს როგორც პარლამენტს შიგნით, ისე მის გარეთ, ასევე უნდა იყოს ძლიერი საერთაშორისო სარბიელზე. ყველა ეს კომპონენტი ავსებს ერთმანეთს და უნდა იყოს ოპოზიციის გამარჯვების საწინდარი. დღეს, ამ შექმნილ ვითარებაში „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა იყოს პარლამენტში“, – აღნიშნა რომან გოცირიძემ.
„ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს, რომელზეც უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, შევა თუ არა პარტია პარლამენტში.