აშშ-ში სატანისტმა თანამესაკნე მოკლა და დაანაწევრა

აშშ-ში მკვლელობის გამო მსჯავრდებულმა საკუთარ თანამესაკნეს თავი მოაჭრა და შემდეგ კი დაანაწევრა ისე, რომ ციხის დაცვამ ვერაფერი შენიშნა. ამის შესახებ Los Anjeles Times-ი წერს.

31 წლის ჯეიმ ოსუნამ, რომელიც საკუთარ თავს სატანის მიმდევარს უწოდებს, 44 წლის პატიმარი, ლუის რომერო 2019 წელს მოკლა. რომეროს ოჯახის თქმით, ციხის ადმინისტრაციამ სრულყოფილი გამოძიება არ ჩაატარა.

“ის, რომ ჩემს კლიენტს უწევს ჩივილი სასამართლოში, რომ შვილის გარდაცვალების შესახებ ელემენტარულ კითხვებზე მიიღოს პასუხი, დამთრგუნველია,” – ამბობს რომეროს მშობლების ადვოკატი ჯასტინ სტერლინგი.

ჯეიმ ოსუნას სამუდამო პატიმრობა ჰქონდა მისჯილი – მან 2011 წელს კალიფორნიაში 37 წლის ქალი აწამა და მოკლა. მას შიზოფრენიის სპექტრის აშლილობა დაუდგინეს, რომეროს მკვლელობასთან დაკავშირებით კი სასამართლო პროცესი მას შემდეგ გაიმართება, რაც სპეციალისტები ჩათვლიან, რომ ოსუნა სასამართლოზე წარსადგენად მზად იქნება

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები